მამუკა ბახტაძე: სკოლამდელი განათლება არ ითვლება განათლების სისტემის კომპონენტად, რაც ძალიან დიდი შეცდომაა

 განათლების რეფორმაში ბაღებს წამყვანი როლი ექნებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში” ბაღების მასწავლებლების ანაზღაურებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სამწუხაროდ, ბაღები განათლების სისტემის ნაწილი არ არის, რაც განათლების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსია და ეს აუცილებლად გამოსწორდება.

„სკოლამდელი განათლება არ ითვლება განათლების სისტემის კომპონენტად, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ჩვენ, ახალი რეფორმის ფარგლებში, ამ საკითხს აუცილებლად გამოვასწორებთ. რეფორმის დანერგვის შემდეგ ბაღებში მომუშავე პერსონალი და მასწავლებლები ჩაითვლებიან განათლების სისტემაში მომუშავე მასწავლებლებად და შესაბამისად მათი ანაზღაურებაც დაანგარიშდება განათლების სისტემაში არსებული პრინციპების შესაბამისად”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები