თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით აღნიშნულის მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოებია.
“დიდუბისა და საბურთალოს რაიონები – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 02:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფ. დიღმის, “ჩალისპირების” დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის მე-2 ზონის, მუხრან მაჭავარიანის, გელოვანის გამზირის, პეტრიწის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძე ვალენტინის, გოძიაშვილის, ვაშ.გოძიაშვილის, აკაკი ბელიაშვილის, ახმეტელის, ლუბლიანას, ნოდარ ბოხუას, ციალა გაბაშვილის, მიხეილ ბერძენიშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის და გიორგი ტერევერკოს ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, სანზონის დასახლების, ანაპის 414-ე დივიზიის და გუდამაყრის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, რობაქიძის გამზირის, ბელიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას შესახვევის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას I, VI კვარტლების, ნუცუბიძის (ნაწილობრივ) და შავიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ კომპანია „თელასში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები