კახეთში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული პოლიციელები საავადმყოფოში მკურნალობენ

თელავსა და გურჯაანში “ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქციებზე, სადაც ისინი პოლიციელთა კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, სამართალდამცველები დაშავდნენ.
თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში სხვადასხვა სახის დაზიანებით ცხრა პოლიციელი შეიყვანეს.
როგორც “კვირას” თელავის რეფერალურ ჰოსპიტალის დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, დაშავებულ სამართალდამცველებს დაჟეჟილობები და ზედაპირული დაზანებები აღენიშნებათ.
მისი თქმით, პოლიციელებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
დაშავებული პოლიციელების ნაწილი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათაც ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები