ოგტაი ასადოვი: საქართველო ჩვენი მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია, დღეს აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად ზეიმობს

“საქართველო ჩვენი მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია. დღეს აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად ზეიმობს. გილოცავთ ახალი პრეზიდენტის არჩევას და ქართველ ხალხს ბედნიერებასა და სიკეთეს ვუსურვებ“, – განაცხადა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) სპიკერმა, ოგტაი ასადოვმა, რომელიც საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო.
ოგტაი ასადოვი საქართველოს დღეს ეწვია და მონაწილეობა მიიღო საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის ფარგლებში თელავში ჩატარებულ ღონისძიებებში.

აღსანიშნავია, რომ ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად, საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრები ეწვივნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები