“ველოდები ახლა პრეზიდენტთან, მთავრობასთან, პარლამენტთან და ქართველ ხალხთან მუშაობას, ჩვენი ურთიერთობების გასაგრძელებლად”

სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქსიანის თქმით, ის ელოდება ახლა პრეზიდენტთან, მთავრობასთან, პარლამენტთან და ქართველ ხალხთან ერთად მუშაობას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გასაგრძელებლად. მან სალომე ზურაბიშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„ვულოცავ საქართველოს და ახალ პრეზიდენტს. ეს არის მოვლენა, რომ საქართველოს რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი არის ქალი, რომელსაც აქვს პოლიტიკური და დიპლომატიური სამსახურის გამოცდილება. ახალ პრეზიდენტს ვუსურვებ წარმატებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი ქალი პრეზიდენტი საქართველოში. ვულოცავ და ველოდები ახლა პრეზიდენტთან, მთავრობასთან, პარლამენტთან და რაც მთავარია, ქართველ ხალხთან მუშაობას, ჩვენი ურთიერთობების გასაგრძელებლად”, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები