ოთარ ზურაბიშვილი: სალომე ზურაბიშვილს ზუსტი გზავნილები და აწონილი სიტყვები ჰქონდა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმის, ოთარ ზურაბიშვილის თქმით, ახალარჩეულ პრეზიდენტს ხალხის თანადგომა სჭირდება, რადგან როგორც მან აღნიშნა, თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა გავამთლიანოთ საქართველო. ​მისივე განცხადებით, მთავარი სიტყვა და გზავნილი უკვე გაჟღერებულია.
„ძმის შეხედულება შეიძლება, საინტერესო არ არის. მე ვარ აქ, როგორც პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელი. ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერისთვის, საქართველოსთვის არის ახალი მომავალი. პირველი ქალი პრეზიდენტი, ქალი, რომელსაც აქვს დიპლომატიური გამოცდილება, ქალი, რომელიც არის იმ პოლიტიკური ემიგრაციის შთამომავალი, რომელმაც იცის, რა არის ერის მიმართ ვალდებულებები და დარწმუნებული ვარ, შეასრულებს.
სალომეს ალბათ, სჭირდება, რომ მის გვერდით იყოს მთელი ერი, მთელი ხალხი, რადგან არა მხოლოდ ერთი პირის, არამედ ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, გავამთლიანოთ და გავზარდოთ საქართველო. რაც ეხება პოლიტიკურ ემიგრაციას, როგორ შეიძლება საქართველოში ქართველების დაბრუნება, რაც არის მისი მიზანი, ამაში თუ სჭირდება დახმარება, მზად ვარ ამისთვის. მთავარი სიტყვები ითქვა, ძალიან მაგარი და ზუსტი გზავნილები, აწონილი სიტყვები ჰქონდა. საჭიროა, რუსეთი მიხვდეს, რა არის კანონიერება და ჩვენ მიმართ სხვანაირად მოიქცეს“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები