ლაშა ჟვანია: სალომე ზურაბიშვილი მაგალითია იმისა, რომ ის ყველას პრეზიდენტი იქნება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია სალომე ზურაბიშვილის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
როგორც მან განაცხადა, ახალარჩეული პრეზიდენტი მრჩეველთა გუნდის ჩამოყალიბებას არ ჩქარობს, ​ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაციის მუშაობის პოლიტიკას და მიმართულებას, მისივე თქმით, ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი თავად ისაუბრებს.
“ადმინისტრაციის დაკომპლექტების შესახებ თავად განაცხადებს პრეზიდენტი. ის ბევრ კანდიდატურაზე, მრჩეველთა გუნდზე ფიქრობს, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებზე ჩამოყალიბებული არ არის. ის არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას. პრეზიდენტი თავად განსაზღვრავს ადმინისტრაციის მუშაობის პოლიტიკას და მიმართულებას. როგორც მან თავის სიტყვაში აღნიშნა, ეფექტურ მუშაობას დაიწყებს განსაკუთრებით ახალგაზრდებთან მიმართებაში, რეგიონების მიმართებაში და ა.შ. ჩვენ უნდა გავიაზროთ ის სიტყვები, რაც პრეზიდენტმა თქვა, რომ უნდა ვიყოთ ერთიანები, დავალაგოთ შიდა ურთიერთობები. ხშირად აღარ ვუსმენთ ერთმანეთს და მისი მოწოდება თავად აჩვენებს მაგალითს, რომ ის იქნება ყველას პრეზიდენტი. ჩვენი ქვეყნისთვის უნდა გადავდოთ პირადი ამბიციები”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ. ​
მისივე თქმით, ​ათონელის სასახლის რემონტის დასრულებამდე, პრეზიდენტი ადმინისტრაციულ ფლიგელში განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები