ეკა ბესელიამ ნიკა მელიას ქმედებები პროვოკაციულად შეაფასა, პოლიციელებს კი მადლობა გადაუხადა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ინაუგურაციის პარალელურად მიმდინარე მოვლენებზე ნიკა მელიას ქმედებები პროვოკაციულად შეაფასა, პოლიციას კი მადლობა გადაუხადა.
„მე რაც ვნახე და ვუყურე კადრებს, ეს იყო აშკარად დესტრუქციული და ძალიან პროვოკაციული საქციელი პარლამენტის წევრის მხრიდან. პირველ რიგში, მელიას ვგულისხმობ, რომელიც კანონმორჩილების მაგალითს უნდა აჩვენებდეს სხვებს და დღეს იყო სწორედ მაგალითი, როგორ არ უნდა იქცეოდეს პარლამენტის წევრი.

მე მინდა მადლობა ვუთხრა თეიმურაზ კუპატაძეს და იმ პოლიციელებს, რომლებიც იქცეოდნენ ღირსეულად და არ აყვნენ პროვოკაციებს. მათ, რა თქმა უნდა, ჰქონდათ გზა და ჰქონდათ შესაძლებლობა, მისულიყვნენ დანიშნულების ადგილას. ყველას გადაადგილება იზღუდება, როდესაც არის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. ეს არ არის აბსოლუტური უფლება, რომელიც გულისხმობს, აკეთო ყველაფერი და იარო ისე, როგორც გინდა. ყველაფერს აქვს თავისი წესი და კანონი და ჩვენ ყველას გვაქვს ასეთი შეზღუდვები, ყველგან. არსებობს გარკვეული ბარიერები, რატომ ვიღებთ საშვებს, რატომ შევდივართ გარკვეული პროცედურებით სადღაც, სადაც განსაკუთრებული რეჟიმი აქვთ. არის ზოგჯერ გამონაკლისი წესები და ის, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე,  იყო კანონის დარღვევა“,- განაცხადა ეკა ბესელიამ თელავში, ინაუგურაციის ცერემონიის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები