გია ბარამიძე: თქვენ დღეს შეურაცხყოფა მიაყენეთ საკუთარ თავს, ხალხს კი არა

„უტიფარი, მატყუარა ხარ, ლაჩარო გახარია, ლაჩარო ბიძინა ივანიშვილო“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ თელავში აქციაზე განაცხადა.
ამასთან, გია ბარამიძის შეფასებით, ის, რაც დღეს ხელისუფლებამ გააკეთა და აქციის მონაწილეებს გზა გადაუკეტა, ეს იყო ქართველი ხალხის შეურაცხყოფა.
„ის, რაც თქვენ დღეს გააკეთეთ, შეურაცხყოფა მიაყენეთ საკუთარ თავს, ხალხს კი არ მიაყენეთ შეურაცხყოფა, არამედ საკუთარ თავს, ჯერ ეს პუტინის სიტყვებით მოლაპარაკე ადამიანი რომ დაასვით საქართველოს და ის, რაც დღეს გააკეთეთ. თქვენ ნუ გგონიათ, რომ რამენაირად პლუსია, თქვენ შეირცხვინეთ თავი კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ მოიჭერით თავი თქვენი ტყუილებით“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები