ირაკლი კობახიძე გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობაზე: ეს არის ძალიან მარტივი პროვოკაცია, თუმცა შსს ამ პროვოკაციას სათანადოდ პასუხობს

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მათ შესთავაზა აქ ჩამოსვლა შემოვლითი გზით, ამას სჭირდებოდა დამატებით, დაახლოებით 20 წუთი, თუმცა ამის მაგივრად, მათ 2 საათი მოანდომეს პოლიციასთან დაპირისპირებას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობაზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არის პროვოკაცია, თუმცა, მას შინაგან საქმეთა სამინისტრო სათანადოდ პასუხობს.
„ეს არის მარტივი პროვოკაცია, ამაზე გუშინაც ვსაუბრობდით და დღეს დილითაც, ეს იყო მოსალოდნელი. ჩვენ ვიცით „ნაცმოძრაობის” ხელწერა და მათი სტილი. მარტივად, პოლიციამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მათ შესთავაზა აქ ჩამოსვლა შემოვლითი გზით, ამას სჭირდებოდა დამატებით, დაახლოებით 20 წუთი, თუმცა ამის მაგივრად, მათ 2 საათი მოანდომეს პოლიციასთან დაპირისპირებას. ეს არის ძალიან მარტივი პროვოკაცია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პროვოკაციას სათანადოდ პასუხობს და მე მინდა, თითოეულ მათგანს, პოლიციელებს, გადავუხადო მადლობა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა.
„დარწმუნებული ვარ, რომ სახალხო დამცველი არ იყო ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესთავაზა აქციის მონაწილეებს ალტერნატიული მარშრუტი და ალბათ, ქალბატონი ნინო ლომჯარია არ არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ 20 წუთი სჭირდებოდა დამატებით, ალტერნატიული მარშრუტით თელავში ჩასვლას. ინფორმაცია რომ ჰქონოდა, ალბათ, ქალბატონი ნინო ამ განცხადებას არ გააკეთებდა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები