გიორგი გახარია: პოლიციელის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა და ხანდახან მინდა ეს გავახსენო ომბუდსმენს

“სახალხო დამცველს მინდა მოვუწოდო, რომ ასევე მიაქციოს ყურადღება, თვითონ აქციის მონაწილეები როგორ იქცევიან და ზოგჯერ პოლიციის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა და ხანდახან მინდა ეს გავახსენო მათ“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ თელავში, პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, სახალხო დამცველის გამოხმაურების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს ჰქონდათ ყველანაირი საშუალება, კომფორტული, ჩვენ მათ შევთავაზეთ ავტობუსებით გადმოყვანა და მათი სურვილი იყო ავტომობილებით ბლოკირება თელავის ცენტრის და ინაუგურაციის ჩაშლა. როგორც ჩანს, ეს გეგმა ჰქონდათ მათ, რაც ვერ განახორციელეს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები