გიორგი გახარია პოლიციელებს მადლობას უხდის მოთმინებისთვის და ყველა “პროვოკაციაზე რეაგირებას” ჰპირდება

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კახეთში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
გიორგი გახარიამ, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა თითოეულ პოლიციელს და განაცხადა, რომ თითოეულ პროვოკაციულ ქმედებას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
“მთავარია, რომ დღევანდელმა დღემ ჩაიაროს და დასრულდეს წყნარად და მშვიდად. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა: პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო თითოეულ პოლიციელს და დიდი მადლობა ვუთხრა მათ, რისი თმენაც დღეს უწევთ. მინდა დავპირდე ჩემ თანამშრომლებს, რომ ხვალიდან თითოეულ პროვოკაციულ ქმედებას ექნება სამართლებრივი შეფასება. ყველას, განურჩევლად მათი სტატუსისა. ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული, სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ. ამას ვპირდები, პირველ რიგში, ჩემს თანამშრომლებს, ჩემს პოლიციელებს და კიდევ ერთხელ ვეუბნები მათ დიდ ბოდიშს და დიდ მადლობას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები