ირაკლი კობახიძე: როცა სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ წაგებულ ომს ზეიმობდნენ, მაშინ სარკოზი რუსული აგრესიის შესაჩერებლად ღამეს ათენებდა

„იმ დროს, როდესაც სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ზეიმობდნენ წაგებულ ომს, მაშინ ნიკოლა სარკოზი ღამეს ათენებდა იმისათვის, რომ შეეჩერებინა საქართველოში რუსული აგრესია და დაეცვა ჩვენი ქვეყანა“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შესახებ.
მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს მის დამოკიდებულებას იმ ყველაფრის მიმართ, რაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ხდებოდა.
„ზოგადად, ალბათ არც ღირს ამის კომენტირება. მე უბრალოდ აღვნიშნავ, რომ იმ დროს, როდესაც სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ზეიმობდნენ წაგებულ ომს, მაშინ ნიკოლა სარკოზი ღამეს ათენებდა იმისათვის, რომ შეეჩერებინა საქართველოში რუსული აგრესია და დაეცვა ჩვენი ქვეყანა. ეს არის ნიკოლა სარკოზის წვლილი ჩვენი ქვეყნის წინაშე. როდესაც ასე საუბრობს მასზე მიხეილ სააკაშვილი, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს მის დამოკიდებულებას იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდებოდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები