სალომე ზურაბიშვილი: საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი” ოკუპირებულია რუსეთის მიერ

“საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი” ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ. ეს სუვერენული სახელმწიფოსთვის მიუღებელია”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თელავში მიმდინარე ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი” ოკუპირებულია რუსეთის მიერ, არსებობს “საოკუპაციო ხაზი”, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში შემოდის და იქიდან ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ. ეს სუვერენული სახელმწიფოსთვის მიუღებელია. ჩვენ ამას არ შევეგუებით. ჩვენს მოსახლეობას სჭირდება მეტი ყურადღება და გაზრდილი უსაფრთხოება. ამ მიმართულებით, უფრო მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის მისაღწევად, გვჭირდება მეტი თანამშრომლობა ნატოსთან. შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამ კუთხითაც მეტი, ძლიერი მხარდაჭერა გვჭირდება. მე აქტიურად ვიქნები ჩართული ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ დასახულ მიზანს”, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები