“ჩავალ ავღანეთში, ჯარისკაცებთან, რომლებიც ღირსეულად და სიცოცხლის ფასად დგანან ჩვენი პარტნიორების გვერდით”

„მე ჩავალ ავღანეთში ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებთან, რომლებიც ღირსეულად და ზოგჯერ სიცოცხლის ფასად, დგანან ჩვენი პარტნიორების გვერდით“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ინაუგურაციის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლისას განაცხადა.
 
ზურაბიშვილის თქმით, ქართული ჯარის გაძლიერება არის მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჯარის პოლიტიკური მიზნით დაყოფის მცდელობა აზარალებს სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს.
 
„გამოვხატავ პატივისცემას ჯარისკაცების და ვეტერანების მიმართ. მინდა იყოთ დარწმუნებული, რომ მთლიანად ვიქნები ჩართული ქართული ჯარის ამაღლებაში. ჯარის გაძლიერება და დაცვის უზრუნველყოფა არის ჩემი მიზანი.
 
როგორც მთავარსარდალმა, უნდა განვაცხადო, რომ ჯარის პოლიტიკური მიზნით დაყოფის მცდელობა არის სრულიად მიუღებელი. ეს აზარალებს სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს. მე ჩავალ ავღანეთში, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებთან, რომლებიც ღირსეულად და ზოგჯერ სიცოცხლის ფასად, დგანან ჩვენი პარტნიორების გვერდით. მშვიდობა და სტაბილურობა არის უმთავრესი პირობა კაცობრიობის წინსვლისთვის“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები