სალომე ზურაბიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე, ემიგრაციაში დაბადებული, გავხდი საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას, დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ემიგრაციაში დაბადებული, ახლა საქართველოს პრეზიდენტია.
“მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, პარლამენტის თავმჯდომარევ, უწმინდესო და უნეტარესო. მივესალმები მთელ საქართველოს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, მოგესალმებით, საზღვარგარეთ მცხოვრებო თანამემამულეებო, მით უმეტეს, თქვენ, ვინც ამ დღისთვის ჩამობრძანდით და ჩვენთან ერთად ხართ. განსაკუთრებული ემოციით მოგესალმებით თქვენ, პირველი ემიგრაციის შთამომავლებო.
ძალიან მნიშვნელოვანია რომ მე, ემიგრაციაში დაბადებული, გავხდი საქართველოს პრეზიდენტი, ამით შეიკრა ერთგვარი წრე – რუსეთის მე-11 არმიის შემოსევისა და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი დღეს, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით, დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები