თელავში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობს

თელავში, ერეკლე მეორეს სასახლეში, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობს.
ცერემონია ოფიციალურად 15:00 საათზე დაიწყო. ერეკლე მეორეს სასახლეში პრეზიდენტის ინაუგურაციას მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი (2007- 2012 წწ) ნიკოლა სარკოზი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი და სხვა საპატიო სტუმრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები