მამუკა ბახტაძე: მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო – დღეს ჩვენს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი დადებს ფიცს

„ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ინაუგურაცია არის განსაკუთრებული დღე. მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო, დღეს ჩვენს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი დადებს ფიცს”, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ- მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თელავში, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გააკეთა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტის ინაუგურაცია ისტორიული მოვლენაა იმ თვალსაზრისითაც, რომ ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში.

“ჩვენ გადავდივართ სრულფასოვან საპარლამენტო რესპუბლიკაზე, საპარლამენტო დემოკრატიაზე, რომელიც არის კიდევ ერთი პრინციპული ნაბიჯი იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს და ევროპულ ფასეულობებს. ჩვენი მოლოდინი გახლავთ ის, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო წარმატებული ვიყოთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. მსურს, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე”, – განაცხადა მამუკა ბახტძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები