გრიგოლ ვაშაძე: ამ ხელისუფლებას კანონიერი გზით დავამხობთ, ამას ნამდვილად მოვასწრებთ

“ამ ხელისუფლებას რომ დავამხობთ, კანონიერი გზით დავამხობთ და ამას ნამდვილად მოვასწრებთ”, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილთან დამარცხდა.
გრიგოლ ვაშაძე საპატრულო პოლიციის უფროსს, თეიმურაზ კუპატაძეს, რომელიც წესრიგს იცავს, „ლაწირაკს“ უწოდებს. „გადაადგილების თავისუფლება მოგვპარეს, მერე ხმის ამოღების უფლებას მოგვპარავენ, მავთულხლართებს შემოავლებენ ჩვენს სახლებს და ბინებს, რომ გარეთ არ გამოვიდეთ. გომბორზე არ გადახვიდეთო – არ გადავედით, 40 კილომეტრი სისწრაფით მოვდიოდით. მოიყვანეს ვიღაცა ბანდერლოგი კუპატაძე, მაგას პოლიციელის ფორმა როგორ შეიძლება ეცვას და რაღაც ზღაპარს მიყვება ეს ლაწირაკი. გრემთან გადაკეტილია გზა ზუსტად ასევე. ეს ლაწირაკები ვის იცავენ, რას იცავენ. საქართველოს მოქალაქეებისგან იცავენ თელავს? გამაგებინეთ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? საფრანგეთში, პარიზში ძალიან არ მოსწონთ “ყვითელი ჟილეტების” დემონსტრაციები, მაგრამ თავში არავის მოსვლია ქუჩების გადაკეტვა და ტრასების გადაკეტვა, როცა ხალხი პარიზში მიდის. არ ვიცი, მოვასწრებთ თუ არა თელავამდე ფეხით ჩასვლას, მაგრამ ამ ხელისუფლებას რომ დავამხობთ, კანონიერი გზით დავამხობთ, ამას ნამდვილად მოვასწრებთ”, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები