მამუკა ბახტაძე: ინაუგურაცია აუცილებლად ჩატარდება მშვიდ ვითარებაში და ნურავის ექნება ილუზია, რომ დისონანსს შემოიტანს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ველისციხეში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. პრემიერის თქმით, როდესაც არჩევნებში გაიმარჯვებს ადამიანი ან ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ამას ღირსეულად შეხვედრა უნდა.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. დღეს არის ინაუგურაცია და ის აუცილებლად ჩატარდება მშვიდ, საზეიმო ვითარებაში. ამავე დროს, კონსტიტუციით გარანტირებულია, რომ ყველა ადამიანს თავისი მოქალაქეობრივი აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვს. პოლიციამ შესთავაზა ყველას, რომ ალტერნატიული გზით ესარგებლათ. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ დისონანსს შემოიტანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველოში არის შემდგარი დემოკრატია. როდესაც არჩევნებში გაიმარჯვებს ადამიანი ან ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ამას უნდა ღირსეულად შეხვედრა, ისევე, როგორც ღირსეული შეხვედრა უნდა ამას ოპონენტების მხრიდან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები