“როდესაც არის ოთახის კარი ღია და შენ ამ ოთახში კედლიდან შეღწევას ცდილობ, ეს არის პროვოკაცია”

ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გურჯაანში მიმდინარე მოვლენებს “ნაცმოძრაობის” პროვოკაციას უწოდებს. როგორც მან მედიასთან განაცხადა, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა წინასწარ იცოდნენ, რომელი გზაც იქნებოდა დაკეტილი.
“როდესაც არის ოთახის კარი ღია და შენ ამ ოთახში კედლიდან შეღწევას ცდილობ, ამას ძალიან რბილად, შეიძლება პროვოკაცია უწოდო. არც ვიცი, კონკრეტულად, რა სიტყვა გამოვიყენო, რომ პოლიტკორექტულობა შევინარჩუნო. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ერთი გზა იყო გახსნილი და ამ გზით ესარგებლათ. შეგნებულად, მიზანმიმართულად თავისი გეგმების განსახორციელებლად, წავიდნენ იმ გზით, რომელიც იყო დაკეტილი და იქნებოდა ის, რაც მოხდა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა გურჯაანიდან თელავის მიმართულებით გზა ინაუგურაციასთან დაკავშირებით გადაკეტეს, საპროტესტო აქციის მონაწილეებს კი თელავში ჩასვლა ყვარლის გზით შესთავაზეს, რაზეც მომიტინგეებმა უარი თქვეს. ამასთან, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს და სამართალდამცველების ავტობუსს ქვები დაუშინეს.​
შსს-მ პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, დღეს განცხადება გაავრცელა, რომ კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში, საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები