კახა საბანაძე : ორგანიზებულად რომ მოხდეს გადაადგილება, შატლებზე დაბრძანდებიან ჩვენთვის პატივცემული მოქალაქეები და შევიყვანთ თელავში

გურჯაანში, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ, შსს-ს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე იმყოფება. საბანაძის თქმით, მოქალაქეებს შესთავაზეს პოლიციის ავტობუსებით, ორგანიზებულად გადაყვანა თელავამდე .
“ორგანიზებულად რომ მოხდეს გადაადგილება, შატლებზე დაბრძანდებიან ჩვენთვის პატივცემული მოქალაქეები და შევიყვანთ თელავში, სადაც გაეხარდებათ”, – განაცხადა საბანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები