გრიგოლ ვაშაძე: ეს ის პოლიციაა, ჩვენ რომ გავაკეთეთ? ეს არის შევარდნაძის პოლიცია, შესაბამისი სიფათები აქვთ

სამწუხაროდ, სამარცხვინო დროში ვცხოვრობთ. წინ გადაკეტილი გვაქვს, უკან გადაკეტილი გვაქვს, არ ვიცი, რას ვაპირებთ, ვიჭიდავებთ ცოტას და მერე არ ვიცი, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ველისციხეში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს ის პოლიციაა, ჩვენ რომ გავაკეთეთ? ეს არის შევარდნაძის პოლიცია, შესაბამისი სიფათები აქვთ და შესაბამისი უფროსები ჰყავთ. რომ ჰკითხო, რატომ არ გვიშვებენ თელავში, ვერ გიპასუხებენ. უსაფრთხოებაო, ვისი უსაფრთხოება? სალომე ზურაბიშვილის? ვის რათ უნდა სალომე ზურაბიშვილი. ან დაცვა რათ უნდა, გამოვიდეს ქუჩაში წყნარად ივლის საქართველოა, რა პრობლემაა. სამწუხაროდ, სამარცხვინო დროში ვცხოვრობთ. წინ გადაკეტილი გვაქვს, უკან გადაკეტილი გვაქვს, არ ვიცი რას ვაპირებთ, ვიჭიდავებთ ცოტას და მერე არ ვიცი”, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა გურჯაანიდან თელავის მიმართულებით გზა ინაუგურაციასთან დაკავშირებით გადაკეტეს, საპროტესტო აქციის მონაწილეებს კი თელავში ჩასვლა ყვარლის გზით შესთავაზეს, რაზეც მომიტინგეებმა უარი თქვეს. ამასთან, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს და სამართალდამცველების ავტობუსს ქვები დაუშინეს.
შსს-მ პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, დღეს განცხადება გაავრცელა, რომ კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში, საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები