ნიკოლა სარკოზი საქართველოშია

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოშია, ის საქართველოში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩამოვიდა. სარკოზის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდა. მინისტრის მოადგილემ ნიკოლა სარკოზის მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისთვის.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია დღეს თელავში, 15:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები