ირაკლი სესიაშვილი : „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეიგნო, რომ ამ ქვეყანაში რევოლუცია აღარ იქნება

„ჩვენმა ხალხმა არჩევანი გააკეთა, მათ შორის, მშვიდობასა და არასტაბილურობას შორის. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეიგნო, რომ ამ ქვეყანაში რევოლუცია აღარ იქნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
„ჩვენმა ხალხმა არჩევანი გააკეთა, მათ შორის, მშვიდობასა და არასტაბილურობას შორის. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეიგნო, რომ ამ ქვეყანაში რევოლუცია აღარ იქნება, ვერ შეიგნო, რომ ძალადობა არ დაბრუნდება, თუმცა პროვოკაციებს ვერ ეშვებიან, ეს არის მათი ცხოვრების სტილი. ისინი ასე ცხოვრობდნენ, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და ასე ცხოვრობენ ოპოზიციაშიც. ცხადია, ამ ყველაფერს გაეცემა სამართლებრივი პასუხი და პასუხი არის ის, რომ პოლიციის მოწოდებას ყველა უნდა დავემორჩილოთ”, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები