ბასა ფოცხიშვილი: ეს იქნება წესების დაცვით გაკეთებული სადა, კულტურული ინაუგურაცია

ეს იქნება წესების დაცვით გაკეთებული სადა, კულტურული ინაუგურაცია, ყოველგვარი ზედმეტობისა და მხატვრული ელემენტების გარეშე, – ამის შესახებ ინაუგურაციის ღონისძიების რეჟისორმა, ბასა ფოცხიშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.
მისი თქმით, დღეს, 15:00 საათზე, თელავში, ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმის ეზოში, სადაც ინაუგურაცია უნდა გაიმართოს, ჯარის რეპეტიცია გაიმართება.
“დღეს საღამოს უკვე დამთავრდება ტრიბუნების მშენებლობა. ვფიქრობ, ყველაფერი მზად იქნება კვირისთვის. ბოლო შტრიხები კეთდება. დღეს შესაძლოა ჯარის რეპეტიციაც გაიმართოს. კვირას, მაყურებელი იხილავს ინაუგურაციას. საერთოდ, ყველა ზედმეტი გადახვევა და მხატვრული ელემენტების დამატება არამართებულად მიიჩნევა ინაუგურაციის ცერემონიაში. ასე, რომ ეს იქნება წესების დაცვით გაკეთებული სადა, კულტურული ინაუგურაცია, ყოველგვარი ზედმეტობის და მხატვრული ელემენტების გარეშე. ჩვენ რასაც აქ ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმ სტილში, რომ მისადაგებული იყოს არსებულ გარემოსთან“, – განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები