თელავის მერიამ ოპოზიციას აქციის ჩასატარებლად ალტერნატიული ადგილი შესთავაზა

თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციას დაანონსებული აქციისთვის ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზეს, რადგან ის ტერიტორია, რაც მათ მოთხოვნილი ჰქონდათ, ინაუგურაციის ღონისძიების ჩასატარებელ ადგილებს შორის მოექცა.
“ჩვენ ვთავაზობთ მათ ალტერნატიულ ადგილს ვინაიდან, ის ადგილი რაც სურთ, შედის ღონისძიების ერთერთ შემადგენელ ტერიტორიაში. იცით, რომ ასევე ამ ღონისძიებაში იღებს ძალიან ბევრი უცხოური დელეგაცია მონაწილეობს და თვითონ ის სამსახურები, რომლებიც ახორციელებენ ამ ღონისძიების უსაფრთხოებას და დაცვას მათთან კონსულტაციის შემდეგ, ჩვენ შევთავაზეთ ალტერნატიული ტერიტორია. ეს არის კოსტავას ქუჩაზე 9 აპრილის მემორიალის მიმდინარე ტერიტორია”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
“გაერთიანებული ოპოზიცია” 16 დეკემბერს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, თელავში საპროტესტო აქციას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები