დავით მათიკაშვილი: „ნაცმოძრაობას“ და ნიკა მელიას ვთხოვ, კარგად გაიხსენონ მათ მიერ ჩატარებული არჩევნები

„ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა მელიას ვთხოვ, კარგად გაიხსენონ მათ მიერ ჩატარებული არჩევნები, აქ როგორც ცა და დედამიწა ისეთი განსხვავებაა დემოკრატიულ ღირებულებებს და ხარისხს შორის“, – ამ სიტყვებით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას.
დავით მათიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს წარსული გაახსენა და „ნაციონალურ მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა:
„ნიკა მელიას ეს არჩევნები ნუ ეშლება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებულ არჩევნებში. ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას რა იყო გაყალბება და როგორ იყო. ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო დამკვირვებლების შესაბამისი შეფასებები, ვიცით დარღვევები, რომლებიც არსებობს და ეს არსებობდა 90–იანი წლებიდან ყველა არჩევნებთან მიმართებაში.
იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ვართ ღია და გახსნილი იმისთვის, რომ თუკი რაიმე დარღვევა არსებობდა საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ამ ყველაფრის რეგულაცია. „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა მელიას ვთხოვ, კარგად გაიხსენონ მათ მიერ ჩატარებული არჩევნები, აქ როგორც ცა და დედამიწა ისეთი განსხვავებაა დემოკრატიულ ღირებულებებს და ხარისხს შორის. ნიკა მელიასგან როგორ შეიძლება რამე დაიჯეროს საზოგადოებამ, მგონია, რომ ტყუილის და დესტრუქციის მეტი არაფერი მომდინარეობს ამ ძალისგან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები