დავით უსუფაშვილი ვენეციის კომისიის დელეგაციას ხვდება
თბილისის იუსტიციის სახლში პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილი ვენეციის კომისიის დელეგაციას ხვდება. ვენეციის კომისიის დელეგაციას კომისიის მდივანი ტომას მარკერტი ხელმძღვანელობს.
შეხვედრის მთავარ თემას კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები წარმოადგენს. დღესვე გაიმართება შეხვედრა საკონსტიტუციო კომისიის ხუთივე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელთან და ჯგუფის წევრებთან. ვენეციის კომისია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პირობებში თბილისში პირველ შეხვედრას მართავს. ვენეციის კომისიის ექსპერტების ჩამოსვლის ძირითადი მიზანია, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის გაცნობა, რჩევებისა და გამოცდილების გაზიარება.