ლონდონში წლის აქსესუარების საუკეთესო დიზაინერად დემნა გვასალია დასახელდა

ლონდონში,  წლის აქსესუარების საუკეთესო დიზაინერად „ბალენსიაგას“ შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა გვასალია დასახელდა. საუკეთესო დიზაუნერის წოდება მას „ალბერტ ჰოლში“ გამართულ The Fashion Awards 2018-ის დაჯილდოებაზე მიენიჭა. დემნა გვასალიას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია:

„დემნას და ბალენსიაგას გუნდს ვულოცავთ აქსესუარების კატეგორიაში ჯილდოს. მართლაც რთული კატეგორია იყო. იტალიური მოდის 3 წამყვანი შემოქმედებითი ხელმძღვანელი იყო ნომინირებული დემნასთან ერთად: მიუჩია პრადა (პრადა), მარია გრაცია ქიური (დიორი) და ალესანდრო მიკელე (გუჩი).
სამწუხაროდ, დემნამ ვერ მოახერხა ლონდონში ჩაფრენა და ჯილდოს მისაღებად კარინ როიტფელდი გაგზავნა თავისი სახელით. კარინი ფრანგულის ვოგის ყოფილი მთავარი რედაქტორი, ჰარპერს ბაზარის საერთაშორისო რედაქტორი, CR Fashion Book-ის დამფუძნებელი და შანელის მთავარი სტილისტი, კარლ ლაგერფელდის კოლაბორატია. ის ცნობილია, როგორც ფრანგულ მოდაში ყველაზე გავლენიანი ქალი“, – აღნიშნულია სტატუსში.
წლის დიზაინერი „ვალენტინოს“ შემოქმედებითი ხელმძღვანელი პიერ პაოლო პიჩოლი გახდა.
2018 წლის მთავარი ბრენდის ჯილდო იტალიურმა მოდის სახლმა „გუჩიმ” მოიპოვა.
წლის ურბანული ბრენდის ტიტულის მფლობელი ვირჯილ აბლო გახდა. წლის მოდელი კი – 90-იანი წლების სუპერმოდელის, სინდი კროუფორდის შვილი კაია გერბერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები