1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6896 ლარი იქნება
ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი ახალი კურსი დაადგინა, რომლის თანახმადაც ხვალიდან, 30 ნოემბრიდან 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6896 იქნება.
29 ნოემბერს ერთი დოლარის ფასი 2.6611 ლარი იყო.
რაც შეეხება, ევროს, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის თანახმად, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0543 ლარი გახდა.