აჭარის მწერალთა კავშირი საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილს უცხადებს (ვიდეო)

საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის ორგანიზაციამ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პორცესებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.
როგორც ორგანიზაციის დირექტორმა, ლალი კონცელიძემ განაცხადა, აჭარის მწერალთა კავშირი მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერას დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უცხადებს.
„მოგმართავთ თხოვნით, გავითავისოთ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და სახელმწიფოებრივი მიდგომითა და აზროვნებით ვიმოქმედოთ. ჩვენ სამწუხაროდ იმ ავადსახსენებელ დღეებს მოვესწარით, როდესაც ქართული მწერლობა, დედაეკლესიასთან, ქართულ უნივერსიტეტთან და სხვა უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ინსტიტუტებთან ერთად არნახული დამცირებისა და ქვების სროლის სამიზნედ იყო ქცეული.
ჩვენ გვახსოვს თავისუფალი აზრის გაუგონარი სისასტიკით დევნა, მიტინგების უმოწყალოდ დარბევა, ელიტარული კორუფცია, გვახსოვს ქუჩაში ჩახოცილი ახალგაზრდები, მათ შორის სამი სტუდენტი ბიჭი აჭარიდან, რომლებსაც თითქმის ციხე უნდა აეღოთ. საებედნიეროდ ქვეყანა გადარჩა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და ქართველი ერის გონიერებით. მწერლობის უპირველესი მოვალეობაა იყოს სიმართლის მსახური, ერი ჭეშმარიტებაში გაარკვიოს, მოყვარეს თვალი აუხილოს.
აჭარაში მოღვაწე ქართველი მწერლების უპირველესი ვალია, ქართული სიწმინდეებისა და ქართული სულიერების სადარაჯოზე დგომა. ვერავითარი ნაცისტური, მათთან მიტმასნილი, საშოვარის მაძიებელი ძალები ვერ გვაიძულებენ უარი ვთქვათ საკუთარ მისიაზე, თქვენთან ერთად ვიდგეთ აქ, საქართველოს მეციხოვნედ. საქართველოს, ჩვენს სამშობლოს, სიძულვილის ჭაობს რომ დაამსგავსეს „ნაციონალებმა“ რეფორმები ესაჭიროება, კარგად გათვლილი აწონილ-გაზომილი, მეცნიერულად დასაბუთებული რეფორმები, ეს როცესი უკვე დაიწყო. მართალია მძიმედ, მაგრამ მაინც დაიწყო. „ნაციონალები“ დღეს ყველა ღონეს მიმართავენ, რომ როგორმე შეაფერხონ ქვეყნის წინსვლის პროცესი, სახელი გაუტეხონ რეფორმებს და ისივე ჩიხში მოაქციონ ქვეყანა. ამის საილუსტრაციოდ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის და მისი თანაგუნდელების უაზრო, ამორალური გამონათქვამები შეგვიძლია მოვიყვანოთ,
ჩვენ გვჯერა საქართველოს სულიერი მწყემსისა, რომელიც აცხადებს რომ საქართველო გაბრწყიდება, დიახაც რომ გაბრწყინდება, ოღონდ ილია მეორის თქმისა არ იყოს, ჯერ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რათა უპირველეს ყოვლისა ჩვენს სულებში და შემდეგ ჩვენს გარშემო გადავარჩინოთ ჩვენი წილი საქართველო, ამისთვის ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე, რომ საბოლოოდ დამარცხდეს მოუშორებელი ჭირი „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი რევანშისტური აგრესიით, არსებობს საშიშროება რომ ამ ძალას დაუბრუნდეს ქვეყნის მართვის სადავეები და გაიმეოროს იგივე რასაც აკეთებდა, ეს საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას. ვფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილის მხადაჭერით მოვიხდით ჩვენს წილ ვალს სამშობლოს წინაშე“,- განაცხადა მიმართვისას ლალი კონცელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები