ვახტანგ გომელაური: აეხდება ფარდა, თუ რას გეგმავდნენ თბილისში, ამ სპეცოპერაციით დიდი საქმე გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა გასულ წელს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ სურს საზოგადოებამ ამ სპეცოპერაციის შესახებ ბევრი რამ იცოდეს, მაგრამ ამის დროც მოვა, როდესაც ყველაფერს ფარდა აეხდება.
“რაც შეეხება ხელყუმბარის თემას, ექსპერტიზა გაგცემთ უფრო დეტალურ პასუხს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ხდება ისეთი თითის ანაბეჭდის აღება, რომელიც არ არის ვარგისიანი, რომ შედარება მოხდეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ხელყუმბარიდან აღებული ანაბეჭდები არ აღმოჩნდა ვარგისიანი შესადარებლად”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისივე განმარტებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურა ყველა კითხვას პასუხს გასცემს.
“რა თქმა უნდა, ჰქონდათ ყუმბარა, თუმცა იძიებს პროკურატურა და მე არ შემიძლია ბევრ რაღაცაზე ღიად საუბარი, თუმცა ძალიან მინდა ბევრი დეტალი მოვყვე. დრო მოვა ალბათ, ყველაფერს ფარდა აეხდება, როცა გამოძიებაც დამთავრდება. არ ვგულისხმობ ყუმბარის შეტანა-გამოტანის თემას. ამას პროკურატურა დადებს, იყო თუ არ იყო დნმ და თითის ანაბეჭდი, თუმცა უშუალოდ რაც შეეხება დაკავებას და ბრალდებული იყო თუ არა ესა თუ ის ადამიანი, ამაზე ბევრ რამეს აეხდება ფარდა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, დღესვე გამეხსნა ეს თემა და ხალხისთვის მეჩვენებინა რა მოხდა. ამ სპეცოპერაციით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის და ერთ-ერთი ის თემაა, რომელზეც ახლა ვერ ვისაუბრებ. შემდეგ აეხდება ფარდა, თუ რას გეგმავდნენ თბილისში, ახლა ვერ ვისაუბრებ, უფლება არ მაქვს,”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები