ნიკა გვარამია: გავაფრინე პირდაპირ ეთერში… მარადის თქვენი, ნარკომანად და “ქათმად” გამოცხადებული

ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ ტელეეთერში სხვის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე განმარტა, ბევრი რაღაცის მიუხედავად, ასე არ უნდა მოქცეულიყო.
“მიუხედავად იმისა, რომ სრული და შეურყეველი რწმენა და ასევე, ამერიკული და ევროპული კამპანიების ღრმა ცოდნა მაქვს, რომ როცა პრეზიდენტად იყრი კენჭს, კამპანიაში ტაბუდადებული თემები თითქმის არ არსებობს;
მიუხედავად იმისა, რომ სრული და შეურყეველი რწმენა მაქვს, რომ იგივე მასშტაბის ამბავი ტრამპს რომ ჰქონოდა, სიენენი ჩვეულებრივად ჩატკეპნიდა მიწაში;
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის და სხვა საჯარო პირების ადიულტერი ნებისმიერ ქვეყანაში ადიულტერია და საძრახისია და ცდება “ჩემია, პირადია, რა შენი საქმეა”-ს ფარგლებს;
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტკორექტულობა მძაგს და ვეტრფი უმბერტო ეკოს მიერ მის ფუნდამენტურ დამარხვას;
რა თქმა უნდა, არ უნდა მექნა.
და არა აქვს მნიშვნელობა, რის გამო გავაფრინე პირდაპირ ეთერში.
მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის – გინდ პოზიტიური, გინდ ნეგატიური (ასეთიც ბევრი იყო, გულწრფელად შეწუხებული კეთილისმსურველებისგან)
და ბოდიში ყველასთან, ზურაბიშვილ-გორჯესტანების გარდა.
მარადის თქვენი, ნარკომანად და “ქათმად” გამოცხადებული ნ.გ.”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები