გიორგი გახარია: სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი, აქედან რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზია

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა – გიორგი გახარიამ, სამეგრელოში სტუმრობისას, ადგილობრივ მედიასთან კომენტარი გააკეთა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი გახარიამ აღნიშნა, სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი, რასაც პირველ რიგში, რამდენიმე კილომეტრში მდებარე საოკუპაციო ხაზი განაპირობებს.
„სამწუხაროდ, სამეგრელოში უფრო ხშირად უნდა ვიყო და ამის საშუალება უნდა მქონდეს. უფრო მეტსაც გეტყვით, ამ რეგიონში მთავრობის სხვა წევრებიც უფრო ხშირად უნდა იყვნენ. ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს. სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონის მნიშვენელობას საოკუპაციო ხაზი განაპირობებს, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ამ კონტექსტიდან გამომდინარე არჩევნების მშვიდ, ღია და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამიტომ, სხვა რეგიონებთან შედარებით შეიძლება ოდნავ უფრო ხშირად მიწევს აქ ყოფნა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები