“პრაიმტაიმს” მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას ფარულ ჩანაწერზე ექსპერტიზის დასკვნა მიაწოდეს

ქართველმა ბიზნესმენმა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა საექსპერტო ბიურო CGI ჯგუფს მიმართა, რომელმაც ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას საუბრის აუდიოჩანაწერზე ექსპერტიზა ჩაატარა. ექსპერტიზის დასკვნა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა “პრაიმტაიმს” მიაწოდა, საიდანაც იკვეთება, რომ ფარული ჩანაწერი ავთენტურია.
“ჩვენ ჩავატარეთ მრავალი ტესტები, მათ შორის ჩანაწერების მოსმენა მოწინავე ტექნოლოგიების და პროფესიონალური ხმის პროგრამების საშუალებებით და შევადარეთ ადრინდელ აუდიო ფაილებს, რომელშიც ორი სპიკერის ხმა არის.
დამატებით გვინდა ვთქვათ, რომ სიტყვები, რომლებიც იქნა გაჟღერებული სპიკერების მიერ თქვენს ორიგინალ ჩანაწერებში, იქნა იზოლირებული და შემდეგ დამუშავებული ხმის ამომცნობ მექანიზმში, რათა მოწინავე ციფრული საშუალებებით ერთმანეთთან შეგვედარებინა ხმები.
ჩანაწერები რომლებიც გაანალიზდა:

1. https://youtu.be/aIrXOA5dCVk – დადასტურებული ორიგინალი აუდი ჩანაწერი

2. https://youtu.be/qA6WKen9UGE – თემურ ალასანიას ხმა

3. https://youtu.be/zqLWigMTMQM – მიხეილ სააკაშვილის ხმა

გამოკვლევებისა და დასკვნების შედეგები: ტესტირების დასკვნის შედეგი მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, ორივე ჩანაწერში ერთი და იგივე სპიკერები მონაწილეობენ: მიხეილ სააკაშვილი 1 და 3-ე ბმულებში და თემურ ალასანია 1 და 2-ე ბმულებში.
სპიკერების ხმა და საუბარის შინაარსი გასაგებად იქნა გაგონილი”, – აღნიშნულია CGI ჯგუფის დასკვნაში.
რაც შეეხება ორგანიზაცია CGI ჯგუფს, ის დაფუძნდა 1989 წელს, ჯგუფი სპეციალიზირებულია სტრატეგიული კონსულტაციისა და ბიზნესის ანალიტიკის სფეროში. როგორც იზრაელის ერთერთი უმსხვილესი და უძველესი კომპანია ზემოხსენებულ სფეროში. CGI ჯგუფი სარგებლობს შესანიშნავი რეპუტაციით, ბიზნეს სექტორის, საჯარო ორგანიზაციების და ინსტიტუციების მომხმარებელთა დიდი წრით, როგორც იზრაელში ასევე მსოფლიო მასშტაბით. ჯგუფის პერსონალი უზრუნველყოფს და გვთავაზობთ ინფორმაციის შეგროვებას, კვლევებს, სტრატეგიულ დაგეგმარებას, გამოძიებას და ტექნოლოგიებს. პერსონალის შემადგენლობა მოიცავს ყოფილ მაღალჩინოსნებს ელიტარული IDF ერთეულებიდან, გენერალური უსაფრთხოების სამსახურებიდან და მასადიდან.
CGI ჯგუფი მომხმარებლებს აწვდის პროფესიონალური ხარისხის ინფორმაციას და დეტალურ ყურადღებას უთმობს ორგანიზაციულ საკითხებში ეთიკას და კანონიერებას.

წყარო: https://www.primetime.ge/news/1542877

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები