ირაკლი გედენიძე: ეს საქმე ისტორიას დარჩება, რომ სიმართლე ყოველთვის დგინდება და დაუსჯელი არავინ რჩება

ფოტორეპორტიორმა, ირაკლი გედენიძემ სააპელაციო სასამართლოში საბოლოო სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ეს იქნება მაგალითი, რომელიც ისტორიას დარჩება იმ მოტივით, რომ დაუსჯელი არავინ რჩება.
„რა თქმა უნდა, ველოდებით დადებით გადაწყვეტილებას, თუმდაც იმიტომ, რომ ეს იყოს მაგალითი, რომელიც ისტორიას დარჩება, რომ სიმართლე ყოველთვის დგინდება და დაუსჯელი არასოდეს არავინ რჩება“, – აღნიშნა გედენიძემ.
ცნობისათვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ე.წ. ჯაშუშობის საქმის გადასინჯვის პროცესი მიმდინარეობს, 2011 წელს დაკავებულმა და შემდეგ გათავისუფლებულმა ფოტორეპორტიორებმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს, რის შემდეგაც კოლეგია სათათბიროდ გავიდა.
სააპელაციო სასამართლო ფოტორეპორტიორების საქმეზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღესვე გამოაცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები