გიორგი კალანდია “ქართუზე”: სიმართლე ყოველთვის სიმართლეა, წლის ნებისმიერ დროს და ყველა პოლიტიკურ ვითარებაში

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია ფონდ „ქართუს“ ქველმოქმედების თემაზე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მიმართვას გამოეხმაურა. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, სასახლისა და ფონდ „ქართუს“ ურთიერთობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო. მაშინ ფონდმა რამდენიმე ათეული ათასი ლარით მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის შედგენა დააფინანსა.
სწორედ ამ პროექტის მიხედვით, 2009 წელს დაიწყო თბილისის მერიამ შენობის კონსტრუქციული გამაგრება. მისივე თქმით, სიმართლე ყოველთვის სიმართლეა, წლის ნებისმიერ დროს და ყველა პოლიტიკურ ვითარებაში.
„ჩემი და ფონდის ურთიერთობა 2016 წელს დაიწყო, როცა ბრიტანეთიდან მეფე ერეკლეს შესახებ უცნობი ისტორიული წყაროები ჩამოვიტანე. სენსაციური მასალა უნდა გვეთარგმნა და წიგნად გამოგვეცა. ეს ცნობები სრულად ცვლიდა მეფე ერეკლეს შესახებ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. ვინ არ შევაწუხე, ვის არ ვთხოვე, ვერავინ დავიყოლიე. სპონსორებს ხომ ძირითადად მოკლევადიანი, სწრაფ ეფექტზე და დიდ ხმაურზე გათვლილი პროექტები მოსწონთ. მაშინაც „ქართუ“ ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც გრძელვადიანი სამეცნიერო პროექტი დააფინანსა და მეფე ერეკლეს შესახებ უმაღლესი პოლიგრაფიის წიგნი გამოგვაცემინა​.
უნიკალური კი არა შედევრია, ხელოვნების ბრწყინვალე ძეგლი, რომლის ყიდვასაც ჩვენს პარალელურად ინგლისის პორტრეტების ეროვნული გალერეა ცდილობდა. თუმცა, „ქართუს“ და ჩვენი მუზეუმის ოპერატიულმა და ნაყოფიერმა კოლაბორაციამ დიდი შედეგი გამოიღო და მეფე თეიმურაზის ძვირფასი პორტრეტი სამშობლოშია. დღეს ამ პორტრეტის შესწავლაში, ქართველებთან ერთად, ტრეტიაკოვის გალერეის წამყვანი სპეციალისტები ერთვებიან. იგი საგანგებოდ მოინახულა ვენის ალბერტინას მუზეუმის აღიარებულმა ექსპერტმაც. მოკლედ, ეს საგანძური საუკუნეებს ისე მოილევს, რომ არაერთ თაობას მხოლოდ მადლიერად განაწყობს. დანარჩენი? დანარჩენი ფრიად საპატივცემულო რესპონდენტებმა, მათ შორის გივი შახნაზარმა, დათო ლორთქიფანიძემ, გია გუგუშვილმა და სხვებმა უკვე თქვეს. ასეა, სიმართლე ყოველთვის სიმართლეა, წლის ნებისმიერ დროს და ყველა პოლიტიკურ ვითარებაში“, – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები