“ვანო გოლაშვილი საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა ქვეყნის უსაფრთხოებას და თავი შესწირა ტერორიზმთან ბრძოლას”

დღეს, გმირი სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალების წლისთავია, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა. მან გასულ წელს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი სპეცოპერაცია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამით დიდი საფრთხე ააცილეს ქვეყანას სპეცსამსახურებმა.
“დღეს, გმირი სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალების წლისთავია. ვანო გოლაშვილი საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა ქვეყნის უსაფრთხოებას და თავი შესწირა ტერორიზმთან ბრძოლას.
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციიდან 1 წელი გავიდა. ამ სპეცოპერაციის შედეგად, ჩვენმა სპეცსამსახურებმა ქვეყანას უდიდესი საფრთხე ააცილეს”, – წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულმა ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ქართველი სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები