სალომე ზურაბიშვილი ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე: აქ უნდა იდგეს საქართველოს ნებისმიერი მომავალი პრეზიდენტი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმის განხილვაზე, მის ვაჟთან ერთად საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა. მისი თქმით, ამ ადამიანების გვერდით უნდა იდგეს ქვეყნის ნებისმიერი მომავალი პრეზიდენტი.
“სოლიდარობა არის ელემენტარული ადამიანური გრძნობა, რომელიც აუცილებელია საზოგადოებაში. სოლიდარობა თუ არ არის, საზოგადოება ვერ შედგება. დღეს მთავარი ის არის, რომ სამართლიანობის აღდგენა არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება საზოგადოებას იმისთვის, რომ დაწყნარდეს, იმისთვის, რომ მშვიდობა განვითარდეს.
ეს არის სიმბოლური დღე. დღეს წყდება წარსულთან იმ ფურცლის გადაშლა და დამთავრება. აქ უნდა იდგეს საქართველოს ნებისმიერი მომავალი პრეზიდენტი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე დღეს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უნდა გამოაცხადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები