“ნაცმოძრაობამ” საარჩევნოდ “შავი ფული” ჩამოიტანა?! – კადრები აეროპორტიდან(ვიდეო)

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლების მობილიზების მიზნით, სავარაუდოდ, „შავი ფული“ ჩამოიტანა.
თანხის ტრანსპორტირება, რომელიც სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის მოსყიდვისთვის არის განკუთვნილი, ბუდაპეშტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობებზე მყოფმა პირებმა – ალექსანდრე ქობალიამ და რუსლან შამახიამ განახორციელეს.
შამახია და ქობალია ქვეყნიდან 18 ნოემბერს გაემგზავრნენ და საქართველოში დღეს გამთენიისას დაბრუნდნენ. აეროპორტში მათი ჩამოსვლის კადრები „კვირამ“ გადაიღო და ქვეყნიდან გამგზავრების მიზეზებზე დაუსვა კითხვა. თუმცა მათ ვრცელ პასუხებს თავი აარიდეს.
ალექსანდრე ქობალია 2006 წელს დაინიშნა ზუგდიდის მერის თანამდებობაზე და ის აღნიშნულ თანამდებობას 2012 წლამდე იკავებდა. ქობალია ამჟამადაც ღიად აფიქსირებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას. იგი “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქტიურადაა ჩართული გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერაში. ქობალია ასევე არის „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. მან მიმდინარე წლის 18 ნოემბერს თბილისის საერთაშორის აეროპორტიდან დატოვა ქვეყანა და ბუდაპეშტში გაემგზავრა.
რაც შეეხება რუსლან შამახიას, 2007-2009 წლებში იგი იყო შს სამინისტროს ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2011 წლიდან იგი დაინიშნა შს სამინისტროს კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს(შემდგომში მთავარი სამმართველოს) უფროსის თანამდებობაზე, ამავე თანამდებობიდან კადრების ვადის გასვლის გამო, ის  2013 წლის 15 აპრილს დაითხოვეს
შს ორგანოებიდან. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შამახია სამეგრელოში ე.წ. სამალავების საქმესთან დაკავშირებით პატიმრობაშიც იმყოფებოდა. შამახია ქობალიას მსგავსად აქტიურად უჭერს მხარს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, მის ყოფილ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს და აშკარად გამოხატავს უკმაყოფილებას არსებული ხელისუფლების მიმართ.
რუსლან შამახიამ მიმდინარე წლის 18 ნოემბერს თბილისის საერთაშორის აეროპორტიდან დატოვა ქვეყანა და ისიც ბუდაპეშტში გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები