გიგი უგულავა ყოფილ თანაგუნდელებზე: მათ არ ეყოთ კაცობა რომ მოსულიყვნენ და ეთქვათ მივდივართო

,,ევროპული საქართველოს“ პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავა აცხადებს, რომ აჭარის ორგანიზაციის და მუნიციპალიტეტების ოფისების ხელმძღვანელების გადაწყვეტილება პატრიის დატოვებასთან დაკავშირებით მისთვის მოულოდნელი იყო.
“სავალალოდ გამოიყურებოდა მათი ბრიფინგი და სამწუხაროა, რომ ვანახეთ ადამიანები რომლებსაც ეტყობოდათ სუს-ის კვალი და ქართული ოცნების დაწერილი ტექსტი. ვნახეთ რამდენჯერმე ჩაწერილი დუბლი და ვნახეთ როგორ უშრებოდათ ადამიანებს ნერწყვი, მათ არ ეყოთ კაცობა რომ მოსულიყვნენ და ეთქვათ მივდივართო. სუსმა მათ გადაუხადა ფული”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, რაულ თავართქილაძის ქმედება იყო მოულოდნელი, ამორალური და არაკაცური.
“ევროპული საქართველო” დღეს მუნიციპალურმა ხელმძღვანელებმა დატოვეს. მათი განცხადებით, ისინი ემიჯნებიან “გრიგოლ ვაშაძეს, რუსულ სცენარს და ვარშალომიძე-სააკაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები