კახა კუჭავა: თუ გავითვალისწინებთ, ვინ არის „ვივუსის“ მფლობელი, გასაკვირი არაა, რატომ თქვა უარი ვალების განულებაზე

თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ ვინ არის „ვივუსის“ მფლობელი, გადაწყვეტილება გასაკვირი არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ ვალების განულებაზე მთავრობის ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა.
„სამწუხაროა, რომ ერთადერთი მიკროსაფინანსო კომპანია, რომელმაც უარი განაცხადა სესხების გამოსყიდვაზე არის “ვივუსი“, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, ვინა არის მისი მფლობელი, არ გაგვიკვირდება, რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ალბათ უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ეს ჯობია მათ ჰკითხოთ. საუბარი იყო დავალიანებების დაახლოებით 150 000 ადამიანებისთვის დავალიანების გამოსყიდვაზე“, – განაცხადა კუჭავამ.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია „ვივუსის“ მფლობელი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი (2007-2008) ლადო გურგენიძეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები