ჩხეტიანი პრემიერის განცხადებაზე: ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ ინიციატივისთვის წლევანდელ ბიუჯეტში უკვე დარეზერვებულია 100 მილიონი ლარი

ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ფონდი საქართველოს ხელისუფლებას მოქალაქეებისათვის ფინანსური დავალიანების განულების ინიციატივის განხორციელებაში აქტიურად ეთანამშრომლება.
„ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ ინიციატივისთვის წლევანდელ ბიუჯეტში უკვე დარეზერვებულია 100 მილიონი ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, „ქართუს“ მადლობა გადაუხადა და განაცხადა, “რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა“.
ცნობისთვის, დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება.
მისივე თქმით, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება.
დავალიანებას ფონდი “ქართუ” დაფარავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები