“112”-სა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის მემორანდუმი გაფორმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-სა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, „112“ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით ითანამშრომლებს, ასევე, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პირველი გადაუდებელი დახმარების შესახებ ცოდნის გავრცელებაში.
მემორანდუმი პროექტის – „ღია კარის დღე 112-ში“გაგრძელებასაც ითვალისწინებს. „112“-მა აღნიშნული პროექტი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად დაიწყო. მისი მთავარი მიზანია გადაუდებელი შემთხვევების დროს ქცევის წესების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება.
პროექტის ფარგლებში, თვეში ერთხელ, დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება აქვთ, ესტუმრონ „112“-ის თბილისის ცენტრს და ინფორმაცია მიიღონ საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის შესახებ, ასევე, დაესწრონ პირველი გადაუდებელი დახმარების საბაზისო კურსს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები