“მე არ მჭირდება, პლაკატებზე ავიტანო „ნაციონალური მოძრაობის“ ჩემეული ხედვა“

„ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ბანერების შესახებ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი წინასაარჩევნო კამპანია ევროპული ხასიათით გამოირჩევა და აგრესიას არ ეფუძნება.
„ორ რამეს ვიტყვი. ჯერ ერთი, აგრესიული კამპანია ამ დღეებში არ დაწყებულა. ჩემს წინააღმდეგ ეს დაიწყო ორთვენახევრის წინ, რასაც არ ვიცი, თქვენ როგორ აფასებთ. მეორე, მე არაფერს ვაფასებ. კამპანიის ჩემი წილი პირველი დღიდან არის ევროპული კამპანია და ეს გრძელდება. მე არ მჭირდება, პლაკატებზე ავიტანო „ნაციონალური მოძრაობის“ ჩემეული ხედვა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, ეთანხმება თუ არა აღნიშნული პლაკატების შინაარსს, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ საჭირო არ არის, დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს.
„საჭირო არ არის, დავეთანხმო ან არ დავეთანხმო. „ნაციონალური მოძრაობის“ ჩემეული ხედვა გამოვთქვი იპოდრომზე 2005 წელს. ეს მთელ საქართველოს ახსოვს და ეს არ შეცვლილა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, თბილისში ახალი ბანერები, – „არა ნაცებს, არა ბოროტებას“- გამოჩნდა, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები არიან გამოსახულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები