“ჭარბვალიანობის” პრობლემის გადაჭრას სჭირდება რეგულაცია და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ გზით მივდივართ”

“ქართული ოცნების” მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ე.წ. შავ სიაში მყოფი ადამიანების დავალიანების განულებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს.
როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, აღნიშნული საკითხის თაობაზე მაჟორიტარული არჩევნების დროსაც საუბრობდა.
„მე, არაერთხელ მაქვს ჩემი აზრი გამოთქმული ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემს სამაჟორიტარო წინასაარჩევნო კამპანიაშიც ვსაუბრობდი ამ საკითხზე, თუ რამდენად რთულია ეს პრობლემა ასეთ ქვეყანაში, როდესაც, მაგალითად, ინტერნეტით შეიძლება მცირე კრედიტების აღება. ამ ყველაფერს სჭირდება რეგულაცია და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ გზით მივდივართ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები