ქუთაისში როს ვილსონი აგრობიზნესის წარმომადგენლებს ხვდება

ამ წუთებში ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს ვილსონი, USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე USAID-ის სოფლის მეურნეობის ახალი პროექტის გახსნაზე აგრობიზნესის წარმომადგენლებს ხვდებიან.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა მობილიზებას გაუწევს USAID-ის პარტნიორ წამყვან აგრობიზნესებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას დამწყებ კომპანიებს გაუზიარებენ. ამ პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია 3000 სამუშაო ადგილის შექმნა. აგრობიზნესის გაყიდვების 60 მილიონი დოლარით გაზრდა და 7 მილიონი დოლარის კერძო ინვესტიციების მოზიდვა.
USAID-ის ახალი პროგრამა თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასა და აგრობიზნესის ხელმძღვანელობასთან, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და გაუმჯობესდეს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები