„გაეცანი წარმოებას“ კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ქუთაისში გაიმართა

ქუთაისში სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ნინო ჩიქოვანი და სასოფლო-სამეურნეო სააგენტოს თავჯდომარე, გიორგი მიშველაძე მეფუტკრეებს შეხვდნენ.
“გაეცანი წარმოებას” ახალი კამპანიის ფარგლებში, ნინო ჩიქოვანმა და გიორგი მიშველაძემ მეწარმეებთან შეხვედრაზე ის პრობლემები მოისმინეს, რომლებიც ადგილობრივ მეწარმეებს აქვთ. მათი თქმით, მნივნელოვანია, პრობლემების და მიზეზების ცოდნა, რის გამოც მეწარმეები დაზარალდნენ, რათა სახელმწიფომ შესაბამისი ზომები მიიღოს და მათ დახმარება აღმოუჩინოს.
დღესვე კამპანიის „გაეცანი წარმოების“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საწარმო „ემჯიმემტექსში”.
საწარმოში ამ ეტაპზე 250 ადგილობრივია დასაქმებული. ის ქართულ-რუმინული ინვესტიციაა, რომელიც სამი მილიონი ლარით დაფინანსდა. „ემჯიმემტექსი” და ტექსტილის და ტანისამოსის მწარმოებელი ქარხანაა, რომელსაც საკუთარი ნაწარმი ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გააქვს.
კამპანიის “გაეცანი წარმოებას” ძირითადი მიზანი ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია და საქათველოში მოქმედი საწარმოების საქმიანობის საზოგადოებისთვის გაცნობაა. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები კამპანიის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბიზნესსექტორისთვის აქტუალურ პრობლემატიკას გაეცნობიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები