ოთარ ანგურიძე: ეს არის მთავრობის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი სოციალური აქტი „ქართუ“-ს მონაწილეობით

ამ აქტით 600 ათას ადამიანს უმსუბუქდება ცხოვრება და მათ მომავალში თავისუფლად შეეძლებათ ისარგებლონ საბანკო ტრანზაქციებით და მიიღონ გარკვეული სახის შემოსავლები, – ასე აფასებს პრემიერის დღევანდელ განცხადებას თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ოთარ ანგურძე.
“ეს არის მთვარობის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი სოციალური აქტი „ქართუ“-ს მონაწილეობით. ამ აქტით 600 ათას ადამიანს უმსუბუქდება ცხოვრება და მათ მომავალში თავისუფლად შეეძლებათ ისარგებლონ საბანკო ტრანზაქციებით და მიიღონ გარკვეული სახის შემოსავლები. საბანკო კრედიტებით დამძიმებულ ადამიანებს ღიად და დაუფარავად შეეძლებათ ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში. მათ შეეძლებათ საბანკო არხებით მიიღონ შემოსავლები და გადარიცხვები. ადამიანების ეს კატეგორია ვერ იწყებდა სამსახურს, იმიტომ რომ ხელფასის ჩარიცხვისას ბანკები პირდაპირ უყადაღებდნენ ამ შემოსავლებს, განვადებით ვერ გამოჰქონდათ ტექნიკა და ა.შ. როდესაც მათი უარყოფითი მდგომარეობა განულდება, ამ ადამიანებს ეკონომიკურ პროცესებში აქტიური ჩართვის საშუალება მიეცემათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ მათთვის. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს გაიზარდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ეს ამ გადწყვეტილების ერთ-ერთი შედეგი იქნება”, – განაცხადა ანგურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები